მომსახურების პირობები

Live პოკერის ივენთები

საკვალიფიკაციოები ექსკლუზიურ პოკერის ლაივ ივენთებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სატელიტები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

» დაწვრილებით

პოკერკინგის სამეფო კლუბი

რა წუთსაც გაივლით რეგისტრაციას პოკერკინგზე, თქვენ ავტომატურად ხდებით პოკერკინგის სამეფო კლუბის წევრი. ითამაშეთ ქეშ თამაშები და ტურნირები სტატუს პოინტების მოსაპოვებლად. დააკონვერტირეთ პოინტები ფულზე ან იყიდეთ ტურნირის ბილეთი 24/7 არავითარი შეზღუდვა.

» დაწვრილებით

24/7 Live მხარდაჭერა

The პოკერკინგის მხარდაჭერის ჯგუფი მზადაა დაგეხმაროთ live ჩატით, ელ-ფოსტით ან ტელეფონით 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე.

» დაწვრილებით
შენიშვნა: ბოლოს განახლებულია 2012 წლის 9 იანვარს.

ლინკი წინა ვერსიაზე მომსახურების პირობები 2012 წლის 9 იანვრამდე (ინგლ.)

ლინკი წინა ვერსიაზე მომსახურების პირობები 2011 წლის 8 დეკემბრამდე (ინგლ.)

გთხოვთ არ შეწყვიტოთ თქვენი კომენტარებისა და რჩევების გამოგზავნა, რათა ჩვენ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ თქვენი საყვარელი პოკერის ვებ-გვერდი.

სარეგისტრაციო ფორმის შევსების და პირობების მიღების შემდეგ, თქვენ ეთანხმებით King Enterprises, N. V. Plaza P.L. Brion Unit 4, Curacao მომსახურების პირობებს. მომსახურების პირობებზე თქვენი თანხმობა წარმოადგენს ლეგალურ შეთანხმებას თქვენს, შემდგომში თქვენ“ და King Enterprises, N. V.“-ის, შემდგომში “PokerKing.com” ; ჩვენი“ ან ჩვენს“ შორის.

King Enterprises N.V-ის ლიცენზია გაცემულია და რეგულირდება ნიდერლანდის ანტილების მთავრობის მიერ ონლაინ კაზინოსა და ონლიან პოკერის თამაშების წარმოების მიზნით.

ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას PokerKing.com-ის ("პოკერკინგის პლატფორმებთან ერთად") და სხვა ჩვენს მფლობელობაში არსებული ონლიან ან მობილური პლატფორმების (თითოეული ინდივიდუალური ვებ-გვერდი წარმოადგენს "პლატფორმას") მეშვეობით, რომლის საშუალებით თქვენ გაქვთ წვდომა ჩვენს სათამაშო მომსახურებაზე, რომელიც. შეიცავს, მაგრამ არ ზღუდავს სათამაშო მომსახურებას, როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული, თქვენი ანგარიშის გამოყენებით ("სერვისები").

წარმოდგენილი მომსახურების პირობები, წესები, გატარებული პოლიტიკა, აქციები, PokerKing.com ვებ-გვერდის შესახებ არსებული ნებისმიერი მასალა და პლატფორმებზე გამოქვეყნებული ნებისმიერი დამატებითი წესები და პირობები რომელიც ხორციელდება თქვენთვის და რომელიც კონკრეტულად მიმართულია და მართავს ერთ კონკრეტულ ივენთს, თამაშს, პროგრამას, აქციასა ან ტურნირს, რომელიც წარმოადგენს ლეგალურ შეთანახმებას თქვენსა და PokerKing.com-ს შორის (შეთანხმება).
PokerKing.com-ის რჩევაა დაკვირვებით გაეცნოთ დოკუმენტს, ვინაიდან თითოეული შემადგენელი ნაწილი წარმოადგენს ლეგალურ შეთანხმებას თქვენსა და PokerKing.com-ს შორის..
თქვენი კონფიდენციალურობა ძალიან მნიშვნელოვანია PokerKing.com-სთვის. PokerKing.com პასუხისმგებლობით ეკიდება თქვენი კონფიდენციალურობის დაცვას.

ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება


PokerKing.com აგროვებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მას შემდეგ რაც რეგისტრირდებით PokerKing.com-ზე, როდესაც იყენებთ PokerKing.com-ის პროდუქტს ან მომსახურებას, როდესაც ეწვევით PokerKing.com ვებ-გვერდს ან PokerKing.com-ის პარტნიორების და ფრენჩაიზის ვებ-გვერდებს და ასევე მაშინაც, როდესაც მონაწილეობას იღებთ PokerKing.com-ის აქციებში. PokerKing.com-ს შეუძლია შეინახოს ინფორმაცია თქვენზე, რომელიც არსებობს ჩვენთან და ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან.
PokerKing.com ჩვენს ვებ-გვერდსა და ჩვენს ბიზნეს პარტნიორ ვებ-გვერდებზე აგროვებს ინფორმაციას თქვენი თამაშისა და ფინანსური გადარიცხვების შესახებ, აგრეთვე სათამაშო პროდუქტის, გადახდის მეთოდისა და ყველა ჩვენი მომსახურების ჩათვლით.
PokerKing.com თქვენი კომპიუტერისა და ბრაუზერისგან ავტომატურად იღებს და იწერს ინფორმაციას თქვენი IP-ის მისამართის, "cookie"-ის , პროგრამული და ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ, აგრეთვე იმ გვერდების შესახებ ინფორმაციას, რომელშიც თქვენ შეხვედით.
PokerKing.com იყენებს ინფორმაციას შემდეგი ზოგადი მიზნებისათვის: რეკლამისა და მისი შინაარსის მორგება, თქვენს მიერ მოთხოვნილი მომსახურებისა თუ პროდუქციის დაკმაყოფილება, მომსახურების გაუმჯობესება, თქვენთან დაკავშირება, კვლევების ჩატარება და შიდა და გარე კლიენტისათვის ანონიმური ჩანაწერების წარმოება.

სათამაშო მომსახურება

სათამაშო მომსახურება ესაა სერვისი, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს მიერ PokerKing.com-ისა და სხვა სათამაშო პლატფორმების მეშვეობით მუდმივდ და პერიოდულ საფუძველზე ("სათამაშო მომსახურება"-სთან ერთად).

თუ იყენებთ ან გინდათ, რომ გამოიყენოთ სათამაშო სერვისები, თქვენ ეს უნდა გააკეთოთ ჩვენი პირობების 27-ე პუნქტის მიხედვით, რომელიც კონკრეტულად ეხება სათამაშო მომსახურებას.

1. ხელშეკრულების შესაბამისობა

ჩვენი მომსახურების გაცნობით ან 'Submit' ან 'I Agree' ღილაკზე დაჭერით, როდესაც თქვენ აინსტალირებთ ჩვენს პროგრამას პლატფორმების მეშვეობით თქვენ ეთანხმებით მოცემულ შეთანხმებას.

თქვენ ასევე ეცნობით, რომ პირობებისადმი დაუმორჩილებლობა გამოიწვევს დისკვალიფიკაციას, ანგარიშის დახურვას (როგორც ეს განსაზღვრულია მესამე პუნქტში), თანხის დაკარგვას და/ან კანონიერ სასამართლო პროცესს თქვენს წინააღმდეგ, როგორც ეს მოცემულია ამ შეთანხმებაში.

გაცნობებთ, რომ შეთანხმებაზე თანხმობისთანავე, ჩვენ იმწამსვე გაძლევთ წვდომას ჩვენს მომსახურებაზე. თუ თქვენ დაეთანხმეთ ჩვენს მომსახურებას რეგისტრაციის დროს, თქვენ უკვე ვეღარ შეძლებთ თქვენი რეგისტრაციის გაუქმებას, თუმცა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გახვიდეთ პირობებიდან და გააუქმოთ თქვენი ანგარიში (როგორც განსაზღვრულია 20 პუნქტში).

2. მომსახურების კანონიერი გამოყენება

2.1. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მომსახურების გამოყენება თუ ხართ 18+ წლის (ან მიაღწიეთ სრულწლოვანების ასაკს თქვენი ქვეყნის იურისდიქციის მიხედვით) და გაქვთ ამის სრული, კანონიერი უფლება იმ ქვეყნის კანონის გათვალისწინებით, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ. თქვენ ადასტურებთ, რომ არ იყენებთ ჩვენს მომსახურებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან ან იმ ქვეყნიდან, სადაც თამაში აკრძალულია ონლაინში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას თქვენგან მოვითხოვოთ ასაკის დადასტურება და სანამ არ დაადასტურებთ თქვენს ასაკს, მანამდე თქვენი ანგარიში გაიყინება.

თქვენ გესმით და აცნობიერებთ პირობებს, რომ კომპანიას არ შეუძლია გაგიწიოთ იურიდიული კონსულტაცია ან მოგცეთ გარანტიები და თქვენი პასუხისმგებლობაა ის, რომ ყოველთვის დაემორჩილოთ იმ კანონებს, რომელიც თქვენს ტერიტორიაზეა და გაქვთ სრული კანონიერი უფლება ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.

ზემოთხსენებული შეზღუდვების გარდა ჩვენი მომსახურება შესაძლოა შეიზღუდოს კონკრეტულ ტერიტორიაზე. ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობა ცალსახად თქვენი პასუხისმგებლობისა და რისკის ქვეშ დგას. Poker King.com არ ღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე თუ თქვენ დაარღვიეთ ჩვენი რომელიმე აკრძალვის პუნქტი ჩვენი მომსახურების სარგებლობის დროს. ჩვენი მომსახურების გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ მომსახურება არ არის შეურაცხმყოფელი, საწინააღმდეგო, უსამართლო ან სრულიად გამოუსადეგარი.

3. ანგარიში/რეგისტრაცია

3.1. ჩვენი მომსახურების გამოყენების მიზნით უნდა გახსნათ ანგარიში, რომლის მეშვეობით ნებისმიერ ჩვენს მომსახურებაზე მიიღებთ წვდომას (როგორც ეს ქვემოთ არის მოცემული).

3.2. ჩვენთან ანგარიშის გასახსნელად ირჩევთ თქვენს უნიკალურ ანგარიშის სახელსა და პაროლს და მოთხოვნის შესაბამისად ავსებთ ისეთ ინფორმაციას როგორიცაა (მაგრამ არა შეზღუდული) თქვენი სახელი და გვარი, მისამართი, ელ-ფოსტა, სქესი, დაბადების თარიღი და ტელეფონის ნომერი. თქვენ უნდა შეიყვანოთ მხოლოდ ნამდვილი და არსებული ინფორმაცია, რომლის შეცვლასაც თქვენ შეძლებთ ნებისმიერ დროს რედაქტირების ფუნქციის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკის გვერდს და ასევე დაგვიკავშირდეთ. თქვენი არასწორი პირადი ინფორმაციის დამტკიცების შემთხვევაში, PokerKing.com იტოვებს უფლებას გააუქმოს თქვენი ანგარიში ყოველგვარი შეტყობინების გარეშე.

3.3. ანგარიშის გახსნა უფასოა. ჩვენ არ წარმოვადგენთ ბანკს და შესაბამისად თანხები არ არის დაზღვეული რომელიმე სამთავრობო ორგანოების მიერ. თქვენს ანგარიშზე ან ანგარიშიდან შესრულებული ყველა გადარიცხვა უნდა მოხდეს იმ ვალუტაში, რომელსაც ჩვენი სერვისი იძლევა, სადაც არ ხდება პროცენტის ჩამოჭრა. თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშ დგას ნებისმიერი თქვენს მიერ შესრულებული გადარიცხვა თქვენივე ანგარიშზე, რომელიც უნდა განხორციელდეს თქვენს მფლობელობაში მქონე ბარათებით. თუ თქვენ თანხა შეგაქვთ ან გაგაქვთ თქვენი ანგრიშის არა ძირითად ვალუტაში, მაშინ მოხდება კონვერტაცია, რომლისთვისაც დაგერიცხებათ კონვერტაციის თანხა, თუმცა კურსი დაითვლება მოქმედების შესრულების დღით, რომელიც იქნება ჩვენს მიერ ან ჩვენი შუამავლის მიერ შემოთავაზებული. ყველა ჩამოთვლილი თანხის შეტანის თუ გატანის მეთოდები (მესამე მხარე გამყიდველის გადაწყვეტილება) ხელმისაწვდომია ჩვენი ვებ-გვერდის განყოფილებაში "ბანკი".

3.4. რეალურ ფულზე თამაშის შემთხვევაში ან ფსონის გაკეთების შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ ნაღდი ფულის შეტანა თქვენს ანგარიშზე ჩვენს მიერ შემოთავაზებული მეთოდების მეშვეობით. თანხა დაგერიცხებათ ანგარიშზე ჩვენს მიერ და/ან ჩვენი შუამავლების მიერ. თქვენ ანგარიშზე შესრულებული გადარიცხვების მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი დამოკიდებულია ჩვენთან არსებულ თქვენს ისტორიაზე. დეპოზიტის მეთოდები და სხვა ფაქტორები წყდება ჩვენი ან ჩვენი შუამავალების მიერ. არსებული დეპოზიტის თუ თანხის გატანის დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ "სალარო" ან "ბანკი"-ს გვერდებს. თუ დაშვებული იქნება, თქვენ შეგეძლებათ თქვენი ანგარიშიდან მეორე მოთამაშის ანგარიშზე გადარიცხოთ თანხა მხოლოდ ჩვენი მომსახურების გამოყენების მიზნით. მსგავსი გადარიცხვა უნდა შეესაბამებოდეს შიდა-ანგარიშებზე გადარიცხვის პირობებს ან სასაჩუქრე სერთიფიკატის პირობებს (სადაც მიესადაგება) და სხვა შესაბამის პირობებსა და შეზღუდვებს თანხის გატანაზე.

3.5. თქვენ საკუთარი ანაგარიშიდან თანხის გატანა შეგიძლიათ მოითხოვოთ ნებისმიერ დროს იმ შემთხვევაში თუ ყველა გადარიცხვა მიღებულია. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას თანხის გატანის მოთხოვნა შევასრულოდ ნაწილ-ნაწილ ან მთლიანად იგივე გადახდის მეთოდითა და ვალუტით, რომელშიც თანხის შეტანა იყო შესრულებული. თანხის შეტანისას საკრედიტო/სადებეტო ბარათის ან ელ-საფულის გამოყენების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია არ მივიღოთ თანხის გატანის მოთხოვნა, რომელიც თანხის შეტანის შემდეგ მიმდინარეობს თოთხმეტი (14) დღის განმავლობაში. PokerKing.com-ის თანხის გატანის პირობები შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდის მენიუში "ბანკი": განყოფილებაში "თანხის გატანის პოლიტიკა".

4. თქვენი პირადი სათამაშო ანგარიში

4.1 თქვენი ანგარიშის სახელი უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ნამდვილ, იურიდიულ სახელსა და პირადობას. თქვენი ფინანსური გადარიცხვები (თანხის შეტანა და გატანა) უნდა შეესაბამებოდეს თქვენს მიერ გამოყენებული საკრედიტო ბარათის ან სხვა ფინანსური მეთოდის სახელს.

4.2. PokerKing.com-ის პროგრამა "იცნობდე შენს მომხმარებელს" გულისხმობს, რომ ყველა მომხმარებელმა თანხის შეტანისა და გატანის დროს უნდა წარადგინოს საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. თქვენი პიროვნების დასასაბუთებლად ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს მოგთხოვოთ პირადობის მოწმობა (რომელიც შეიცავს და შეზღუდული არ არის; პასპორტი/პირადობის მოწმობა და/ან ნებისმიერი გამოყენებული ბარათი) და მისამართის დამადასტურებელი საბუთი (რომელიც შეიცავს და შეზღუდული არ არის; კომუნალური გადასახადის ქვითარი ან საბანკო ამონაწერი). საბუთის არ წარმოდგენის შემთხვევაში თქვენი ანგარიში შესაძლებელია საეჭვო ანგარიშად ჩაითვალოს.

4.3. PokerKing.com ამავე პლატფორმაზე არ გაძლევთ ერთზე (1) მეტი ანაგარიშის გახსნის საშუალებას. თუ დაარეგისტრირებთ ერთზე მეტ ანგარიშს, მაშინ ვიტოვებთ უფლებას გავაუქმოთ თქვენი ნებისმიერი ან ყველა ანგარიში. PokerKing.com ასევე იტოვებს უფლებას ჩამოგართვათ ნებისმიერი სახსრები და მოგებული თანხა, რომელიც მოპოვებული გაქვთ თაღლითური გზით ბევრი ანგარიშის გახსნით. თუ ჩვენ გვექნება შესაბამისი საფუძველი, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ თქვენს მიერ გახსნილი იყო ბევრი ანგარიში თაღლითობის მიზნით; მაშინ ვიტოვებთ უფლებას გავაუქმოთ ნებისმიერი გადარიცხვა, რომელიც ექვემდებარება აღნიშნულ თაღლითობის მცდელობას. თუ თქვენ დაგავიწყდათ თქვენი ანაგარიში ან პაროლი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მათი აღდგენის მიზნით.

4.4. იკრძალება ერთზე მეტი ანგარიშის გახსნა ერთ მოთამაშეზე, IP-ზე და/ან კომპიუტერზე.

5. მომხმარებლის სახელი და პაროლი

5.1. უსაფრთხოების მიზნით PokerKing.com-ზე მოგეთხოვებათ შექმნათ სისტემაში შესასველი მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომ შეხვიდეთ ანგარიშზე და აირჩიოთ თქვენი ნიქნეიმი.

5.2. თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშ დგას საკუთარი სახელისა და პაროლის ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. თქვენი ინფორმაციის დაკარგვის ან გაჟონვის ან რისკის არსებობის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა აცნობოთ PokerKing.com-ს და შეცვალოთ ინფორმაცია. Poker King.com არ იღებს ვალდებულებას საკუთარ თავზე თუ არალეგალური გადარიცხვები იქნება განხორციელებული თქვენი ანაგრიშის სახელით, მანამ სანამ თქვენ თავად არ შეატყობინებთ Poker King.com-ს მსგავსი თაღლითური გადარიცხვების შესახებ.

5.3. არასოდეს გაუზიაროთ ან გასცეთ წვდომა თქვენს ანგარიშზე ან არ გააკეთოთ ისეთ რამ, რაც საფრთხეში ჩააგდებს თქვენი ანაგრიშის უსაფრთხოებას. თქვენვე აგებთ პასუხს თქვენი ანგრიშის დამატებით უსაფრთხოებაზე. PokerKing.ge იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს, წაშალოს ნებისმიერი მომხმარებლის სახელი ან ნიქნეიმი გარკვეული მიზეზების გამო, რომელიც შეიცავს და არ ზღუდავს მესამე მხარის უფლებების დარღვევას მომხმარებლის სახელის გამო.

5.4. ყველა PokerKing.com-ის ნიქნეიმი არის უნიკალური. ნიქნეიმის შეცვლის მიზნით ერთ ანგარიშზე დამატებითი ანგარიშის გახსნის შემთხვევაში ანგარიში გაიყინება და ჩამოერთმევა ანგარიშზე არსებული ფინანსური თანხები. PokerKing.com იტოვებს უფლებას წაშალოს, დაბლოკოს ან გაყინოს ნებისმიერი შეურაცხმყოფელი და/ან არაკანონიერი ნიქნეიმი.

6. მომხმარებლის სახელის და პაროლის გამჟღავნება

რეგისტრაციის დროს თქვენს მიერ არჩეული მომხმარებლის სახელის და პაროლის გამჟღავნება არ უნდა მოხდეს მესამე მხარისათვის. თქვენივე პაროლისა და მომხმარებლის უსაფრთხოებაზე თქვენვე აგებთ პასუხს.

თქვენი პაროლის და მომხმარებლის სახელის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ და არ დაუშვებთ მესამე მხარის მიერ მის გამოყენებას. ნებისმიერ პირს, რომელსაც ექნება წვდომა ჩვენს მომსახურებაზე სწორი სახელითა და პაროლით ჩვენს მიერ ჩაითვლება მოქმედი ანგარიშის მფლობელად და მის მიერ შესრულებული ყველა გადარიცხვა ჩაითვლება ნამდვილად. ჩვენგან არ მოხდება თანხის კომპენსაცია იმ შემთხვევაში თუ ვინმე არასანქცირებულად გამოიყენებს თქვენს ანგარიშს. ჩვენ არ ვიღებთ ვალდებულებას შევინახოთ მომხმარებლის სახელი და პაროლი. თუ დაგავიწყდებათ რომელიმე მათგანი გთხოვთ დაგვიკავშირდით რომ დაგეხმაროთ მათ აღდგენაში.

7. თქვენს მიერ მომსახურების გამოყენება

7.1. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ჩვენივე ნებით, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე შევცვალოთ, წავშალოთ და/ან დავამატოთ ნებისმიერი სერვისი.


7.2. მომხმარებელთა და მომსახურების დაცვის მიზნით იკრძალება ყოველგვარი მომსახურების უსამართლოდ გამოყენება. თუ რომელიმე მხარე, რაიმე ფორმით შეინიშნება შეთქმულებაში ან მსგავს მოქმედებებში, რომელსაც ჩვენ ჩავთვლით მოტყუებად, შესაძლოა მუდმივად გაეუქმოთ ანგარიში და მომსახურების პირობების მე-17 პუნქტის მიხედვით ჩამოერთვათ მთელი ფინანსები.


7.3 თქვენ არ გაქვთ უფლება შეხვიდეთ, ეცადოთ შესვლას ან იქონიოთ წვდომა, ან უსაფრთხოების სისტემის გზის ავლით სხვა რაიმე გზით ხელი შეუშალოთ (რომელიც, მათ შორის, მოიცავს რობოტული პროგრამის და მსგავსი მოწყობილობის გამოყენებას) პოკერ-რუმის საქმიანობას და/ან ვებგვერდზე ან პროგრამაში ეცადოთ რაიმე სახის ცვლილების განხორციელებას და/ან რაიმე ფუნქციის ან მათი კომპონენტის შეცვლას.

7.4. ჩვენს პლატფორმაზე ნემისბიმიერი აკრძალული ინფორმაციის გამოქვეყნება მესამე მხარის მიერ (როგორც პირობები განსაზღვრავს) სასტიკად აკრძალულია. გთხოვთ დამატებითი ინფორმაციისათვის წაიკითხოთ ჩვენი მასამე მხარის პირობები, რომელიც მოცემულია შეთანხმებაში.

8. საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშანი

ჩვენი ჯგუფის მიერ გამოყენებული PokerKing.com სახელი, ვებ-გვერდი, ლოგო და სხვა სახელები და ტერმინები წარმოადგენს სავაჭრო ნიშანს, მომსახურების ნიშანს და/ან ჯგუფის ან მასთან კომერციულად დაკავშირებულ კომპანიის ან ლიცენზიანტის სავაჭრო სახელს. გარდა ამისა, ჯგუფის მიერ გამოყენებული ყველა სხვა მასალა, რომელიც შეიცავს და არ ზღუდავს პროგრამას, გამოსახულებას, სურათებს, გრაფიკულ ნიმუშებს, ფოტოსურათებს, ანიმაციებს, ვიდეოებს, მუსიკას და აუდიოს განეკუთვნება ჯგუფს ან მასთან კომერციულად დაკავშირებულ კომპანიას და/ან ლიცენზიანტს და იგი დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებათა კანონით. თქვენ არ გაქვთ უფლებამოსილება და ვერ გამოიყენებთ ჩვენი ჯგუფის თანხმობის გარეშე სავაჭრო ან მომსახურების ნიშნებსა და მასალებს.

9. ელექტრონული მომსახურების პროვაიდერი

ჩვენი მოსახურების გამოყენებისათვის თქვენ მოგეთხოვებათ გააგზავნოთ და მიიღოთ ფული ჩვენთან. ჩვენ ვიყენებთ მესამე მხარის გადახდის პროცესორებს ან ფინანსურ ინსტიტუტებს ("ESP") რომ განვახორციელოთ ასეთი ფინანსური საქმის წარმოება. მსგავსი საქმის დამუშავებისას თქვენ შეუცვლელად გვანიჭებთ უფლებას, ESPs ინსტრუქციისათვის თქვენს ანგარიშის სამართავად დეპოზიტის გასაკეთებლად და თანხის გასატანად, რაზედაც თქვენ თანხმდებით, რომ კომპანიას შეუძლია ინსტრუქციების გაცემა თქვენი სახელით. უფრო მეტიც თქვენ ეთანხმებით, გამოიყენოთ თითოეული ESP პირობები და წესები. თუ ადგილი ექნება კონფლიქტს ამ ხელშეკრულებასა და ESPs წესებსა და პირობებს შორის, მაშინ ეს ხელშეკრულება იქნება უპირატესი.

10. ბონუსები

ჩვენ პერიოდულად შემოგთავაზებთ თანხებს ან ბონუსებს, რომელთა გადმოცემაც მოხდება ჩვენს მიერ თქვენს ანგარიშზე ბონუს(ებ)ის. მსგავსი შეთავაზების გამოყენება უნდა მოხდეს ჩვენს მიერ წარმოდგენილი მომსახურების შესაბამისად. ნებისმიერი თქვენთვის წარმოდგენილი ბონუსი უნდა მოდიოდეს დამატებით პირობებთან შესაბამისობაში, თუ არა, მაშინ სტანდარტულ აქციათა და შესაბამისი შემოთავაზებული ბონუსის ლიმიტების პირობების მიხედვით. შეთავაზების გამოყენება შესაძლებლია მხოლოდ ერთხელ, თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული. თქვენ არ ხართ უფლებამოსილი გაიტანოთ ბონუსის თანხა ან თქვენი ანგარიშიდან გაიტანოთ თანხა ბონუსების მეშვეობით, თუ უპირველესყოვლისა არ შეასრულებთ შესაბამის მოთხოვნებს შეზღუდვების შესახებ.

11. საკრედიტო/სადებეტო ბარათი

11.1. მოთამაშეებს უფლება აქვთ გამოიყენონ მხოლოდ პირადი საკრედიტო/სადებეტო ბარათი თავიანთ ანგარიშზე. ნებისმიერი დეპოზიტი სხვა პირისგან საკრედიტო/სადებეტო ბარატის გამოყენებით იქნება უკან დაბრუნებული ბარათზე და ყველა თამაში ჩაითვლება გაუქმებულად. 11.2.პოკერკინგი იტოვებს უფლებას აიღოს საფასური 1%-დან 3%-მდე იმ ტრანზაქციებიდან, რომელიც განხორციელდება საკრედიტო ბარათის გამოყენების დროს. მოთამაშე აცნობიერებს რომ აღნიშნული ხარჯი არ გამომდინარეობს იმ საფასურისგან, რომელიც შეიძლება დააკისროს მოთამაშეს საკრედიტო კომპანიებმა ან ასოციაციებმა.

12. თანხის გატანა

12.1. თქვენი ანაგრიშის ბალანსი წარმოადგენს თქვენს ანგარიშზე არსებულ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმდინარე რეალურ თანხას, რომელიც მოიცავს ჩვენი მომსახურებით მოგებულ და წაგებულ თანხას. თქვენი ანგარიშის ბალანსზე აისახება ნებისმიერი რეიკი ან გადასახდელი თანხა, თქვენს მიერ გატანილი თანხა, ან ჩვენს მიერ აღებული თანხა, რომელიც არაკანონიერად მიღებულ იქნა თქვენს მიერ, აგრეთვე თქვენი ბანკის ან ნებისმიერი მესამე მხარის ბანკის მიერ უარყოფილი ან გაუქმებული თანხა(არასაკმარისი თანხის გამო, ჩარჯბექის და სხვა მიზეზების გამო), ნებისმიერი არამოქმედი ანგარიშის გადასახადი ან ნებისმიერი თანხა, რომელიც დაიქვითება ან ჩამოირიცხება ამ ხელშეკრულების ფარგლებში (ანგარიშის ბალანსი).

12.2. თანხის გატანაზე მოთხოვნის დასტური ექვემდებარება ნებისმიერი დეპოზიტის მეთოდის შეზღუდვებს, ბონუსის შეზღუდვებს და/ან უსაფრთხოების საკითხებს (იხილეთ მე-18 პუნქტი) და ამ ხელშეკრულების სხვა პირობებს. ყველა თანხა, რომელიც გაგაქვთ ექვემდებარება გადარიცხვის შეზღუდვებსა და გადასახდს, რომელსაც იხდით თანხის შეტანისა და გატანის დროს და რომელსაც გატყობინებთ თანხის გატანამდე. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად თანხის შეტანისა და გატანის მიმდინარე მეთოდებზე და გადასახადებზე გთხოვთ ეწვიოთ ჩვენი ვებ-გვერდის განყოფილებას "ბანკი".

12.3. ჩვენ შეიძლება შევატყობინოთ ან ავიღოთ გარკვეული თანხა თქვენი მოგებებისგან არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. ყველა გადასახადი, რომელიც დაკავშირებულია თქვენს მიერ მოგებულ თანხასთან, გეკისრებათ თქვენ. ანგარიშის ბალანსის სხვა პრიზით გადაცემა, ჩანაცვლება ან განაღდება შეუძლებელია. თანხის გატანა უნდა მოხდეს ჩეკით, საბანკო გადარიცხვით, საკრედიტო ბარათით და/ან ნებისმიერი სხვა მეთოდით, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ, თუმცა ჩვენ შევეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი არჩევანი, რომელიც მითითებული იქნება რეგისტრაციის დროს.

12.4. თანხის გატანა განხორციელდება შეიძლება მალე. პოკერკინგზე 5 სამუშაო დღეში ხდება ტრანზაქციების გატარება, თუმცა ზუსტი დროის განსაზღვრისგან პოკერკინგი ვერ იქნება პასუხისმგებელი (გრძელდება სამ სამუშაო დღემდე, შიდა გადარიცხვის დრო), თუმცა ჩვენს მიერ ჩატარებული უსაფრთხოების გადამოწმების მიზნით (იხილეთ მე-16 პუნქტი) და/ან ამ ხელშეკრულების ფარგლებში არსებული შეზღუდვების გამო შესაძლებელია მოხდეს შეფერხება. იმ შემთხვევაში თუ კლიენტმა გაზარდა თავისი ანგარიში, გამოგზავნა რა გადარიცხვა საფოსტო ან საბანკო გადარიცხვის ფაქსის ასლით, ჩეკზე არსებული თარიღი უნდა შეესაბამებოდეს პოკერკინგის საბანკო ანგრაიშზე მითითებულ თარიღს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგებული თანხის გატანა ვერ განხორციელდება.

12.5. თანხის გატანა განხორციელდება მხოლოდ იმ პირის ანგარიშზე, რომელიც იგივე ანგარიშით დარეგისტრირებულია პოკერკინგის საიტზე. თანხის გატანა განხორციელდება იმავე მეთოდზე, რითიც იქნა გაკეთებული დეპოზიტი. გამონაკლის შემთხვევებში, ის შეიძლება განხორციელდეს სხვა მეთოდზე, მაშინ როდესაც დეპოზიტის საშუალებაზე თანხის გატანა შეუძლებელია.

12.6. სამი (3) პროცენტი ადმინისტრაციული ხარჯი, არა უმტეს 5 ევრო, დაეკისრება თანხის გამოტანას იმ შემთხვევაში, თუ პოკერკინგის ანგარიშზე თანხა არ იქნება გამოყენებული სათამაშოდ.

12.7. პოკერკინგი უფლებას იტოვებს შეაჩეროს თანხის გატანა იმ პერიოდში, როდესაც ის ელოდება მოთამაშის პიროვნების, ასაკის და მისამართის დადასტურებას, ან თუ პოკერკინგი ვერ უკავშირდება მოთამაშეს პროგრამაში დარეგისტრირებულ სატელეფონო ნომერზე.

12.8. ნებისმიერ შემთხვევაში, პოკერკინგმა არ უნდა განახორციელოს თანხის გადარიცხვა მოთამაშის ანგარიშზე, მანამ სანამ არ მოხდება მოთამაშის იდენტიფიცირება, რაც მოიცავს პირადი ინფორმაციის, ასაკის და საცხოვრებელი ადგილის შემოწმებას. ყველა მოთამაშე, რომელმაც არ გააკეთა დეპოზიტი მაგრამ მოიგო თანხა და სურს მისი გატანა, ვალდებულია წამოადგინოს საბუთები პირადობის, ასაკის და საცხოვრებელი ადგილის შესახებ. ეს შეიძლება განხორციელდეს მოთამაშის მიერ რეგისტრაციის გავლის დროს პირადობის იდენტიფიკაციით და აგრეთვე საცხოვრებელი ადგილიდან გადახდის ქვითრის წარდგენის შემმთხვევაში.

12.9. Poker King.com არ იღებს პასუხიმგებლობას გადაიხდოს, გააკეთოს განაცხადი და/ან დააკავოს სახელმწიფო ან ადგილობრივი სახის გადასახადი, რომელიც კავშირშია თქვენს აზარტულ თამაშებთან. ნებისმიერი საგადასახადო კოდექსის დარღვევა თქვენი იურიდსიქციის ფარგლებში დგას თქვენივე პასუხისმგებლობის ქვეშ.

12.10. მოთამაშის ანგარიშიდან თანხის გატანის პირობებისა და კრიტერიუმების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში თანხის გატანის პოლიტიკა. პოკერკინგი უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეცვალოს ეს წესები და პირობები.

13. თამაშის გაუქმება

13.1. პოკერკინგი იტოვებს უფლებას გააუქმოს ნებისმიერი თამაში, როგორც მათ დაწყებამდე ასევე მოგვიანებით. 13.2. თუ თამაში გაუქმდება პოკერკინგის საიტზე ოფიციალურ გამოცხადებამდე, ამ შემთხვევაში ყველა მოთამაშეს დაუბრუნდება ყველა ბაი-ინი და გადახდილი თანხა თავის ანგარიშზე. 13.3.თუ თამაში გაუქმდება დაწყების შემდეგ, მაგრამ სანამ შედეგი გადაწყდება ( ე.ი. ტექნიკური პრობლემის გამო ან გაუთვალისწინებელი/ გათვალისწინებული გარემოებების გამო), პოკერკინგისგან დამოკიდებული ან დამოუკიდებელი შემთხვევების გამო, ყველა მოთამაშეს დაუბრუნდება ფსონები თავის ანგარიშზე.

14. მესამე მხარის კონტენტი

14.1. ჩვენს ჩატში ან პლატფორმაზე შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება არ დაიშვება. გარდა ამისა, გეკრძალებათ ცრუ და/ან ბოროტი და/ან საზიანო კომენტარების დადება ჩვენი ჯგუფის მისამართით ნებისმიერი მედია საშუალებაზე თუ ფორუმზე.

14.2. მესამე მხარის კონტენტის პირობების მიხედვით ჩვენ შეიძლება უარვყოთ ან წავშალოთ თქვენს მიერ ჩვენს პლატფორმაზე დადებული ნებისმიერი ტექსტი, ფაილი, სურათი, ფოტო, ვიდეო, ხმა ან სხვა მასალა ("მესამე მხარის კონტენტი"), რომელიც ვთვლით, რომ არღვევს ხელშეკრულების პირობებს.

14.3. ამ პირობების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს მესამე მხარის კონტენტის წაშლას, თქვენს მიერ ჩვენი მომსახურების და/ან სხვა ქმედებების შეჩერებას და ყველა იმ ზომების გატარებას რაც საჭირო იქნება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

15.თაღლითური საქმიანობა, აკრძალული გადარიცხვები და დაუსრულებელი დეპოზიტები

15.1. ჩვენ გამოვირჩევით ნულოვანი ტოლერანტობით იმ მოთამაშეების მიმართ, ვინც არაკეთილსინდისიერად თამაშობს ან მოქმედებს თაღლითური გზით. ჩამოთვილში იგულისხმება, თუმცა არ შემოიფარგლება: თამაშით მანიპულირება ან თაღლითობა, ან მულტი-ვალუტური შესაძლებლობებით თაღლითობა, თაღლითური გადახდები - მოპარული საკრედიტო ბარათების გამოყენების ან სხვა თაღლითური მოქმედებების ჩათვლით (როგორიცაა "ჩარჯბექი" ან სხვა უკუ-გადახდები) ან აკრძალული გადარიცხვები (როგორიცაა ფულის გათეთრება) ან თქვენი დაუსრულებელი ბანკის დეპოზიტები ან ელექტრონული გადარიცხვები.

15. 2. თუ კომპანია აღმოაჩენს, რომ თქვენ თაღლითობთ ან ცდილობთ ითაღლითოთ ჩვენთან და/ან ჯგუფთან ან ნებისმიერი სხვა მომხარებელთან ნებისმიერი მომსახურებით, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავყინოთ და/ან დავხუროთ თქვენი ანგარიში და გავისტუმროთ დარჩენილი ვალები ნებისმიერი მეთოდით, რომელიც ჩვენთვის იქნება ხელმისაწვდომი და რომელშიც იგულისხმება თუმცა არ შემოიფარგლება; (i) თანხის ჩამოჭრა თქვენი ანგარიშიდან; (ii) დავალება მესამე მხარის სააგენტოს ამოიღოს დავალიანება. ამას შეიძლება ქონდეს გამანადგურებელი გავლენა თქვენს საკრედიტო ისტორიაზე, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს შესაბამის სააგენტოებისთვის თქვენი პირადი ინფორმაციის გაცემა (თქვენი პირადობის ჩათვლით).

15. 3. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავაბათილოთ და ამოვიღოთ ნებისმიერი მხარის ან ჯგუფის მიერ მოპოვებული მოგება, ასევე გავაბათილოთ და ამოვიღოთ მათ მიერ მოპოვებული სტანდარტული ქულები, რადგან სათანადო საფუძველზე დაყრდნობით ხსენებული მხარე მოქმედებს ან მოქმედებდა შეთქმულებაში ჩვენი და/ან ჯგუფის და/ან მომსახურების და/ან პლატფორმის დაზიანების ან თაღლითობის მიზნით. მონაცემთა დაცულობის, უსაფრთხოებისა და თაღლითობის არიდების მიზნით, ჩვენ არ ვიძლევით მომსახურებას და/ან პლატფორმის მეშვეობით ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებას მივცეთ უფლება (მოიცავს და არ ზღუდავს დილერის მაგიდის ჩატს) დააანონსონ ან რეკლამირება გაუწიონ ნებისმიერ პროდუქტს, შეთავაზებასა და მომსახურებას (თუნდაც თქვენი თუ მესამე მხარის). თქვენ ცალსახად გეკრძალებათ ჩვენს წევრებს შესთავაზოთ რაიმე სახის პროდუქცია, მომსახურება თუ შეთავაზება.

15.4. ე.წ. (ჩიპ-დამპინგი) ჩიპების ჩაყრა - ეს ხდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი გამიზნულად აგებს ხელს სხვა მოთამაშესთან რათა მისცეს ჩიპები. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ეწევა "ჩიპ-დამპინგს" ან შეეცდება მის გაკეთებას ჩვენი პროგრამის გამოყენების საშუალებით შეიძლება დაიბლოკოს მომსახურების გამოყენებისგან პერმანენტულად, ხოლო მისი ანგარიში გაუქმდეს დაუყოვნებლივ. ასეთ შემთხვევებში Pokerking-ს არ ეკისრება იმ თანხის პიროვნებისათვის გადახდა, რაც არის მის ანგარიშზე.

16. შეცდომები

16.1. სისტემისა თუ თამაშში აღმოჩენილი ნებისმიერი შეცდომის შემთხვევაში (ნებისმიერი მიზეზით თამაშის ნორმალური ფუნქციონალურობის გაწყვეტა), რომელიც გავლენას ახდენს შანსების კალკულაციაზე, გადასახადზე, რეიკზე, ბონუსებსა თუ გადახდებზე ან ნებისმიერ მიმდინარე ვალუტის კონვერტაციაზე ("შეცდომა), თქვენ მოგეთხოვებათ დაუყონებლივ გვაცნობოთ აღმოჩენილი შეცდომის შესახებ.

16.2. შეცდომის შემთხვევაში ყველა პირდაპირ დაზარალებულ მხარეს ჩვენ ავუნაზღაურებთ ყველაფერს და დავაბრუნებთ შეცდომამდე არსებულ მდგომარეობას. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ბათილად ვცნოთ ნებისმიერი ფსონი, რომელიც ექვემდებარება მსგავს შეცდომას და ავიღოთ თანხა თქვენი ანგარიშიდან, რომელიც დაკავშირებულია შესაბამის ფსონთან. თუ არასაკმარისი თანხაა თქვენს ანგარიშზე, ჩვენ მოვითხოვთ თქვენს მიერ დარჩენილი თანხის დაფარვას.

16.3. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ აღმოვაჩენთ (ჩვენი შეხედულებისამებრ), რომ შეცდომა იყო თუ არა გამოყენებული დაუმსახურებელი უპირატესობის მოსაპოვებლად. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას რომ მსგავსი ქმედებები დაექვემდებაროს ამ პირობების მე-18 პუნქტს (ანგარიშის კონფისკაცია და დახურვა).

17. უსაფრთხოების გადამოწმება

მაღალი დონის უსაფრთხოებისა და სისტემის მთლიანობის შესანარჩუნებლად, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უსაფრთხოების გადამოწმებისა და თქვენს მიერ გამოყენებული მომსახურების გადამოწმების მიზნით ნებისმიერ დროს შევამოწმოთ თქვენს მიერ მოწოდებული პირადობა, ასაკი და/ან სარეგისტრაციო მონაცემი ("უსაფრთხოების გადამოწმება"). ეს შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ ზღუდავს, თქვენს თანხმობას ხელშეკრულებაზე და ჯგუფის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე და თქვენს ფინანსურ გადარიცხვებზე, რომელიც გატარდა მომსახურების მეშვეობით ამ ხელშეკრულების და ნებისმიერი შესაბამისი კანონის პოტენციურ დარღვევისათვის.

თქვენ, ჩვენ და ჩვენს აგენტებს აძლევთ უფლებას მოგთხოვოთ ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება მესამე მხარესთვის, მათთვის ვისაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, რომ შევამოწმოთ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ხელშეკრულების პუნქტების შესაბამისად, ანუ მოვითხოვოთ საკრედიტო ანგარიში და/ან დამადასტურებელი ინფორმაცია მესამე მხარის მონაცემებიდან. გარდა ამისა, უსაფრთხოების გადამოწმების ხელშეწყობის მიზნით, თქვენ თანხმდებით მოგვაწოდოთ ისეთი ინფორმაცია ან დოკუმკენტაცია, რომელიც ჩვენი შეხედულებისამებრ შეგვიძლია, რომ მოვითხოვოთ.

18. ანგარიშის კონფისკაცია და დახურვა

18.1. ჩვენი შეხედულების შესაბამისად თქვენს ან ნებისმიერ ანგარიშთან დაკავშირებით (როგორც მე-8 პუნქტის პირობებშია განსაზღვრული), ანგარიშითან რომელიც შესაძლებელია გქონდეთ სხვა ვებ-გვერდზე და/ან კაზინოზე და/ან მომსახურებაზე, რომელიც ოპერირებს ჩვენს მიერ ან ჩვენი ჯგუფის სახელით, ვიტოვებთ უფლებას, თქვენს მიერ გამოყენებული თამაშის მომსახურება ან ნებისმიერი მომსახურება, რომელიც აზიარებს უკვე გაზიარებულ თამაშებს/მაგიდის პლატფორმას, შევწყვიტოთ არსებული შეთანხმება, შევაჩეროთ თქვენი ანგარიშის ფუნქციონირება, გავყინოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ნებისმიერი თანხა, ბონუსები და მოგებები თუ:

18.1.1. თქვენ დაარღვიეთ ამ შეთანხმების ნებისმიერი პუნქტი;

18.1.2. ჩვენ გავიგეთ, რომ თქვენ ჩვენი მომსახურება გამოიყენეთ ან გქონდათ გამაოყენების მცდელობა თაღლითობაში, შეთქმულებაში (ჩარჯბექის ჩათვლით) ან არალეგალურ ან შეუფერებელ საქციელში (რომელიც მოიცავს და არ ზღუდავს ნებისმიერ მულტი-ვალუტური შესაძლებლობებით მანიპულირებას);

18.1.3. ჩვენ გავიგეთ, რომ თქვენ ითამაშეთ სხვა ონლიან ვებ-გვერდზე ან გამოიყენეთ მათი მომსახურება და შენიშნული იყავით თაღილთობაში, შეთქმულებაში (ჩარჯბექის ჩათვლით) ან არალეგალურ ან შეუფერებელ საქციელში;

18.1.4. თქვენ გაგიკეთებიათ "ჩარჯბექი" ან უარყავით თქვენი ანგარიშით გაკეთებული ნებისმიერი შესყიდვა თუ დეპოზიტი; ან

18.1.5. თქვენ გაკოტრდით ან მსგავსი შემთხვევა მოგივიდათ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას.

18.1.6. თუ ეს დამტკიცებულია შესაბამისი სასამართლო ვერდიქტით, მიენიჭა კანონეირი ძალაუფლება, რომ თქვენ დაარღვიეთ საერთაშორისო ან ადგილობრივი ფულის გათეთრების დებულება.

19. ანგარიშის გაუქმება

19.1. ანგარიშის დახურვა და ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თქვენს მიერ 7 დღის ვადაში შეტყობინების საფუძველზე წინასწარ, სანამ გადაწყვიტავთ ხელშეკრულების გაუქმებას და მთლიანი თანხის გატანას. შეტყობინება უნდა მოხდეს ელ-ფოსტით ან ტელეფონით იმ სექციის გამოყენებით, რომელსაც აწერია "დაგვიკავშირდით".

ჩვენ გავაკეთებთ მყისიერ რეაგირებას ანგარიშის გაუქმების ყველა მოთხოვნაზე. თქვენი ანგარიშის დახურვამდე თქვენ ითვლებით პასუხისმგებლად ყველა ქმედებაზე.

19.2. ჩვენ მოვუწოდებთ და მხარდაჭერას ვუცხადებთ სამართლიანობას თამაშში. თუ თქვენ გსურთ ანგარიშის გაუქმება სამართლიანი თამაშის პირობების შესასრულებლად, გთხოვთ დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: support@pokerking.com და ჩვენ მყისიერად შევეცდებით დავხუროთ თქვენი ანგარიში.

19.3 17-ე პუნქტის შეზღუდვის გარეშე, ჩვენ გვაქვს უფლება შევწყვიტოთ არსებული შეთანხმება 7 დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც თქვენ გამოაგზავნით შეყტობინებას თქვენი ელ-ფოსტიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ შევწყვიტავთ ხელშეკრულებას, გარდა 17-ე პუნქტში არსებული პირობებისა, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ანგარიშზე არსებული თანხა გონივრულ ვადებში.

17-ე პუნქტში არსებული პირობების მიხედვით ხელშეკრულების შეწყვეტის დროს, ყველა თანხა, ბონუსი და მოგება არ დაბრუნდება და ჩაითვლება დაკარგულად.

19.4. ამ ხელშეკრულების გაუქმება გავლენას არ იქონიებს დამატებით ფსონებზე იმ პირობებში, როდესაც ეს ფსონები არ ჩაითვლება მოცემული ხელშეკრულების დარღვევასთან კავშირში.

19.5. მოცემული დოკუმენტის შემდეგი პუნქტები დარჩება ძალაში მას შემდეგ, რაც რომელიმე მხარე გაწყვიტავს არსებულ ხელშეკრულებას, ესენია: 14, 17, 18, 19, 21, 22, 23, 24 და 25, აგრეთვე სხვა პუნქტები, რომლებიც საჭიროა ინტერპრეტაციის მიზნებისთვის.

20. კომპენსაცია

თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ მომსახურებას გამოიყენებთ მხოლოდ შეთანხმების პირობების შესაბამისად. ყოველგვარი დანაკარგებისა თუ ხარჯების შემთხვევაში (ლეგალური გადასახადების ჩათვლით) თქვენ აგვინაზღაურებთ თანხას, რომელსაც ჩვენ (ან ჩვენი ჯგუფის ნებისმიერი წევრი) აღმოვაჩენთ თქვენს მიერ ამ შეთანხმების პირობების დარღვევის შედეგად.

21. თვითგამორიცხვა

21.1. იმ შემთხვევაში თუ თქვენ აირჩიეთ თვითგამორიცხვის ფუნქცია ჯგუფის მიერ ( თუ ასეთი არსებობს) წამოდეგენილ რომელიმე ფლატფორმაზე, თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ არ გაქვთ უფლება შექმნათ ან გამოიყენოთ ანგარიში ჯგუფის სხვა კომპანიებში თვითგამორიცხვის პერიოდის მოქმედების დროს.

21.2. თქვენს მიერ 20.1 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ/ ან ჯგუფის კომპანიას აქვს დამატებითი ( არა სავალდებულო) უფლება შეაჩეროს იმ თანხების დარიცხვა, რომლებსაც თქვენ იყენებთ ( ან ადრე იყენებდით).

21.3. ნებისმიერი ეჭვის გასაფანტად, თქვენს მიერ 20.1 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში,

არც ჩვენ და არც ნებისმიერი კომპანიის ჯგუფი არ ვართ ვალდებული დავაბრუნოთ თანხები, რომლებიც თქვენს მიერ დაიდო ფსონის სახით დამატებითი ჯგუფის ანგარიშებზე იმ პერიოდში, როდესაც თქვენ იყავით თვითგამორიცხვის პერიოდში.

22. შეზღუდვები და გამონაკლისები

22.1 თქვენი წვდომა პლატფორმებზე, პროგრამული უზრუნველყოფის გადმოწერაზე და მათ გამოყენებაზე არის თქვენი არჩევანი, სურვილი და რისკი. ჩვენ არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ შეცდომებზე რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ფლატფორმიდან გამომდინარე სერვისისგან, 15-ე პუნქტში აღწერილი შეცდომებისგან, ვირუსებისგან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერის გაუმართაობა, მობილური ტელეფონის და მობილური პროგრამებისგან. აგრეთვე, ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენს მიერ სერვისის გამოყენებას იმ მეთოდებით, საშუალებებით და გზებით, რომელიც ჩვენს მიერ არ არის განსაზღვრული. ჩვენ არ ვართ ვალდებული უზრუნველყოთ სარეზერვო ქსელები/ ან სისტემები.

22.2. ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას როგორც არის ყველა ზომიერი ეფექტების გამოყენებით, ისე როგორც აღწერილია ხელშეკრულებაში. სხვა რაიმე დაპირებებსა და გარანტიებს სერვისთან დაკავშირებით ჩვენ არ ვიძლევით.

22.3. ჩვენი მაქსიმალური პასუხისმგებლობა, თქვენს ან მესამე მხარის წინაშე ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც ხდება ხელმისაწვდომი პლატფორმიდან; კონტრაქტის დარღვევაზე და სამართალდარღვევაზე ( მათ შორის დაუდევრობა), იმოქმედებს თორმეტი (12) თვის პერიოდში,თუ ასეთი არსებობს, თქვენი ანგარიშიდან იმ პერიოდში თორმეტი (12) თვე გაკეთებული ფსონით, გასული რეიკით ან საფასურით, რომლის დროსაც პასუხისმგებლობის საკითხი წარმოიშვა.

22.4. ჯგუფი (მათ შორის ხელმძღვანელები, დირექტორები, აგენტები და თანამშრომლები) პასუხს არ აგებს თქვენ წინაშე კონტრაქტში, არც სამართალდარღვევაზე (მათ შორის დაუდევრობა), არც სხვა რაიმე სახით ბიზნესის დანაკარგებზე, მათ შორის - მონაცემების, მოგების, შემოსავლის, ბიზნესის შესაძლებლობების, კეთილგანწყობის და რეპუტაციის დაკარგვაზე ან ბიზნესის შეფერხებაზე ან ზარალზე, რომელიც გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან ან თქვენს მიერ სერვისების გამოყენებისგან და რომელიც ამჟამად პროგნოზირებულად ვერ ჩაითვლება მოცემული ჯგუფის მიერ.

22.5. არაფერი ამ შეთანხმებაში არ უნდა განიმარტოს ისე, რომ ჩვენ მოგვეხსნას ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რამაც ჩვენი დაუდევრობის გამო შეიძლება გამოიწვიოს თაღლითობა ან სიკვდილი ან სხეულის დაზიანება.

23. შენიშვნები / საჩივრები

თუ თქვენ გაქვთ საჩივარი, პრეტენზია ან შენიშვნა ჩვენს მომსახურეობასთან ან სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით, თქვენ უნდა გამოაგზავნოთ საჩივარი წერილის სახით რაც შეიძლება ადრე იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელსაც ეხება ის.

საჩივრები შეიძლება გაიგზავნოს ელ-ფოსტაზე: info@pokerking.com.

ნებისმიერი კორესპონდენცია, რომელსაც ჩვენ მოგაწოდებთ გამოგეგზავნებათ იმ ელ-ფოსტაზე, რომელიც თქვენ მიუთითეთ ანგარიშის რეგისტრაციის დროს. თქვენი პასუხისმგებლობაა მოგვაწოდოთ ინფორმაცია ელ-ფოსტის შეცვლის შესახებ "შეცვალე ელ-ფოსტა" ღილაკის გამოყენებით, აგრეთვე თქვენ რეგულარულად უნდა ამოწმოთ თქვენი საფოსტო ყუთი ჩვენგან გამოგზავნილი წერილების სანახავად.

24. მონაცემთა დაცვა

24.1. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლოა თქვენი პირადი მონაცემები გაზიარებული იქნეს ჩვენი კომპანიის ერთერთი წარმომადგენლისათვის. ამ პირებს უფლება აქვთ გამოიყენონ ეს ინფორმაცია მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რომელიც აღწერილია ხელშეკრულების წესებში და პირობებში. ყველა პირადი ინფორმაცია დამუშავდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

24.2.უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი საიტის, SMS-ის და ტელეფონის ზარების თქვენს და ჩვენს შორის ნებისმიერი განხორციელება იქნება დაფიქსირებული და ჩაწერილი. ეს ჩანაწერები შეინახება ჩვენს მიერ და გამოყენებული იქნება მომსახურების დონის გაუმჯობესებისათვის ან მტკიცებულების სახით ნებისმიერი დავის/ ან სასამართლო პროცესის დროს, სადაც პოკერკინგი ვალდებული იქნება გაახმაუროს ეს ინფორმაცია.

25. მმართველი კანონი

ეს შეთანხმება დარეგულიდრება და გაირჩევა ნიდერლანდის ანტილების კანონების შესაბამისად. მხარეები კონტრაქტთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის გადასაჭრელად მიმართავენ კურასაოს ექსკლუზიურ იურისდიქციას ნიდერლანდის ანტილებში. თუ კონტრატის რომელიმე მხარე აღმოჩნდება გაუქმებული ან განუხორციელებადი, ეს გავლენას არ მოახდენს კონტრაქტის სხვა ნაწილების კანონიერებაზე, რომელიც შესაძლოა დარჩეს კანონიერად და განხორციელებადად თავისი წესების თანახმად.

26. უფლების გადაცემა

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გადავცეთ, მივანიჭოთ, გავცეთ ქველიცენზია ან გადავცეთ შეთანხმების პირობა, მთლიანად ან ნაწილობრივ, ნებისმიერ მხარეს (თქვენთან შეთანხმების გარეშე) ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, ისე რომ მსგავსი გადაცემის შემთხვევაში პირობები იქნება იგივე ან არანაკლებ ხელსაყრელი თქვენთვის.

ამ შეთანხმების ფარგლებში თქვენ არ გაქვთ უფლება გასცეთ ქველიცენზია ან გადასცეთ რაიმე სახით უფლება თუ ვალდებულება.

27. მესამე მხარის უფლებები

27.1. გამონაკლისების გარდა ეს შეთანხმება გამოხატავს მესამე მხარის მიერ არსებული შეთანხმების პირობების გამოყენებას. ნებისმიერი მხარე, რომელიც არ წარმოადგენს ამ შეთანხმების ნაწილს, ნებისმიერი ადგილობრივი კანონმდებლობის ფარგლებში, არ გააჩნია უფლება გამოიყენოს ამ შეთანხმების რომელიმე პირობა. ეს არ ეხება მესამე მხარეს, რომელიც არსებობს ან მოქმედებს ადგილობრივი კანონმდებლობის ფარგლებში.

27.2. ეჭვების გასაქარწყლად, ჯგუფის თითოეული წევრი წარმოადგენს შეთანხმების პოტენციურ მასემე მხარეს.

28. მოქმედების ვადა და ვადის ამოწურვა

28.1.ეს შეთანხმება ძალაშია მას შემდეგ, რაც თქვენ დააკლიკებთ ღილაკს "დადასტურება" და რჩევა ძალაში მანამდე სანამ იქნება გაუქმებული ვემოთჩამოთვლილი პირობების თანახმად.

28.2. თქვენ გაქვთ უფლება გააუქმოთ ეს შეთანხმება ნებისმიერ დროს, როგორც ეს მოცემულია პუნქტში იმ პირობით, რომ თქვენ არ გაქვთ დავალიანება პოკერკინგის მიმართ. ეს შეთანხმება უქმდება მას შემდეგ, რაც თქვენ მიიიღებთ წერილობით შეტყობინებას პოკერკინგისგან შეთანხმების გაუქმების შესახებ. იმ მომენტიდან, როდესაც შეწყდება ეს შეთანხმება, თქვენ ვეღარ გამოიყენებთ ჩვენს მომსახურებას და პროგრამას სათამაშოდ, აგრეთვე,თქვენ ვალდებული ხართ წაშალოთ კომპიუტერიდან პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც არის თქვენს ხელთ ან თქვენი კონტროლის ქვეშ.

28.3. პოკერკინგს აქვს უფლება გააუქმოს არსებული ხელშეკრულების მოქმედება შეტყობინების ( შეტყობინების მცდელობა) მიღებისთანავე მოთამაშის მიერ დარეგისტრირებულ ელ-ფოსტაზე წერილის გაგზავნით.

28.4. ამ ხელშეკრულების ანულირებისთანავე ნებისმიერი მხარისგან, პოკერკინგი ვალდებულია აანაზღაუროს ინტეგრალური თანხა, რომელიც მოცემულია კლიენტის ანგარიშზე, მას შემდეგ რაც გამოაკლდება ის თანხა, რომელიც შესაძლოა ეკუთვნოდეს პოკერკინგს. მაშინ როდესაც პოკერკინგი გააუქმებს ანგარიშს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, მოთამაშის ანგარიშზე არსებული თანხა არ დაბრუნდება და ჩაითვლება ანულირებულად.

28.5.
აღნიშნული შეთანხმების გაუქმებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვა უფლებების დარღვევა ან ჩარევა რომელიმე მხარის ამ დოკუმენტში არსებულ ნებისმიერ დარღვევაზე.

28.6.ყველა არსებული ვალდებულება ამ შეთანხმების მხარეებს შორის, გაუქმების შემთხვევაში ჩაითვლება ბათილად ნებისმიერ შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უფლებები და ვალდებულებები რჩება ძალაში ხელშეკრულების გაუქმებამდე.

29. მთლიანი შეთანხმება, მოდიფიკაცია და ცვლილებები

თქვენ მთლიანად აცნობიერებთ და თანახმა ხართ აიღოთ ვალდებულება არსებულ შეთანხმებაზე, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს და/ან ჩასწორდეს ჩვენს მიერ. ჩვენ შესაძლოა ნებისმიერ დროს შევასწოროთ შეთანხმება და ელ-ფოსტით ან მესიჯით გამოგიგზავნოთ ახალი პირობების შეტყობინება და/ან გამოვაქვეყნოთ შესაბამისი პლატფორმების გვერდებზე ან იქ სადაც ჩვენი მომსახურებაა ხელმისაწვდომი.

მსგავსი შესწორებების გამოქვეყნებას დასჭირდება ოცდაათი (30) დღე. თუ რომელიმე ჩასწორება მიუღებელია თქვენთვის, მაშინ თქვენ შეგიძლიათ შეთანხმების გაუქმება 18-ე პუნქტის მიხედვით. მიმდინარე შეტყობინებებით მომსახურების გამოყენების გაგრძელება და ან განხორციელებული ჩასწორება ჩაითვლება თქვენს მიერ ცვლილებების აღიარებად.

თქვენი სრული პასუხისმგებლობაა, რომ გადახედოთ ხელშეკრულებასა და ცვლილებებს ყოველი ჩვენი მომსახურების გამოყენებისას. ნებისმიერი შეცვლილი შეთანხნება (და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი) წარმოადგენს სრულ და საბოლოო შეთანხმებას თქვენსა და კომპანიას შორის და იგი ჩაენაცვლება ყველა არსებულ წინა ხელშეკრულებას დადებულს ჩვენსა და თქვენს შორის.

30. სათამაშო სერვისები

30.1. შემდეგი წესები ვრცელდება თქვენს მიერ სათამაშო სერვისების გამოყენებაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 27-ე სექციას და მომსახურების პირობების სხვა პუნქტებს შორის წარმოქმნილ წინააღმდეგობის შემთხვევაში, ამ უკანასკნელს მიენიჭება უპირატესობა.

30.2. ვირტუალური ფული და რეალური ფულის თამაშები

სათამაშო სერვისებზე რეგისტრაციის დროს ( პროგრამის გამოყენებით (როგორც ქვემოთ არის მოცემული)) თქვენ გეძლევათ უფლება ითამაშოთ ვირტუალურ ფულზე და ტურნირებში ( ვირტუალური ფული ან ვირტუალური უფასო თამაშები), აგრეთვე რეალურ ფულზე და ტურნირებში (რეალური ფულის თამაშები და ტურნირები). არავითარი ყიდვა ან შეძენა არ არის საჭირო ვირტუალურ უფასო თამაშებზე სათამაშოდ, გარდა სათამაშო სერვისებთან დაკავშირებისა ( რაც მოითხოვს ინტერნეტის და ტელეკომუნიკაციებისთვის საფასურის გადახდას), თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ ვირტუალ ფულზე ფსონის გაკეთების გარეშე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევაჩეროთ, შევცვალოთ, წავშალოთ და / ან დავამატოთ ნებისმიერი სათამაშო სერვისები ჩვენი შეხედულებისამებრ დაუყოვნებლივ და შეტყობინების გარეშე, პოკერკინგი პასუხს არ აგებს ნებისმიერ ასეთ ქმედებაზე.

30.3. სათამაშო სერვისების წესები და პირობები

თქვენ უნდა გამოიყენოთ სათამაშო სერვისები იმ წესების შესაბამისად, რომელიც მოცემულია მასში და იხელმძღვანელოთ იმ პროცედურებით, რომელიც გაწერილია PokerKing.com-ის ვებ-გვერდის თამაშების სექციაში. ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება; აქციების სექციით, ტურნირების განყოფილებით, თამაშის ინსტრუქციებით და წესებით, აგრეთვე შემდეგი განყოფილებებით: მოიწვიე მეგობარი,როგორ ვითამაშო, მაგიდის ფსონები, ტურნირები, ტურნირების წესები, პოკერის ეტიკეტი და ნებისმიერი სხვა გვერდი, რომელიც კონკრეტულად ეხება და მართავს კონკრეტულ საკითხს, თამაშის ან ტურნირის ("წესებს").

30.4. თაღლითობის აღკვეთის პოლიტიკა

ჩვენ მზად ვართ აღვკვეთოთ უსამართლო პრაქტიკა, რაც უკავშირდება სათამაშო სერვისების გამოყენებას, ისე როგორც აღწერილია 7.2 პუნქტში. ჩვენ მზად ვართ გამოვავლინოთ და აღვკვეთოთ ისეთი პროგრამების გამოყენება, რომელიც ხელოვნური ინტელექტით თამაშის საშუალებას იძლევა ჩვენს პლატფორმაზე; მაგრამ არ შემოიფარგლება; ოპონენტების- დაზუსტება, თაღლითური პროგრამული უზრუნველყოფა ან რაიმე მსგავსი, რაც ჩვენი აზრით, თქვენ საშუალებას გაძლევთ მოიპოვოთ უსამართლო უპირატესობა იმ მოთამაშეებზე, რომლებიც არ იყენებენ აღნიშნულ პროგრამებს ან სისტემებს ('AI Software') ხელოვნური ინტელექტის სოფტი). თქვენ უშვებთ იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები თქვენს მიერ კომპიუტერში გაშვებული პროგრამების შესამოწმებლად, რათა დავადგინოთ იყენებთ თუ არა აღნიშნულ სოფტებს.

30.5. პროგრამული უზრუნველყოფა

თქვენ შეგიძლიათ დააინსტალიროთ და გამოიყენოთ პროგრამა, რომელსაც ჩვენ განვათავსებთ ჩვენს პლატფორმაზე, იმისათვის რომ თქვენ მიიღოთ სათამაშო სერვისები (სოფტი) მყარ დისკზე ან სხვა შესანახ მოწყობილობებზე. აგრეთვე, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ პროგრამის სარეზერვო ასლები, რაც თქვენი პირადი უფლებაა სათამაშო სერვისების წესებიდან გამომდინარე. თქვენ ეთანხმებით, რომ მოცემული პროგრამის ინსტალაცია და გამოყენება ხდება იმ კომპიუტერიდან ან სხვა ხელსაწყოდან, რომელსაც მხოლოდ თქვენ იყენებთ. პროგრამული უზრუნველყოფის სტრუქტურა, ორგანიზაცია და კოდი წარმოადგენს ჯგუფის/ან მისი კომპანიების/ ან მისი ლიცენზიანტების კომერციულ საიდუმლოს. თქვენ არ გაქვთ არანაირი უფლება პროგრამაზე, მისი გამოყენების გარდა დადგენილი წესების შესაბამისად. თუ პირდაპირ არ არის დაშვებული კანონით, თქვენთვის მკაცრად აკრძალულია და თქვენ ეთანხმებით, რომ არ გააკეთებთ მოდიფიცირებას, ადაპტირებას, თარგმნას, გადაპროექტებას, დეკომპელაციას, გადარჩევას ან რაიმე ხერხით პროგრამული უზრუნველყოფის ან მისი ნაწილების საწყისი კოდის მოპოვებას, რათა შექმნათ მისი მსგავსი პროგრამა.

თქვენ ეთანხმებით, რომ პროგრამული უზრუნველყოფა არ იქნება გადაცემული ან ექსპორტირებული სხვა ქვეყანაში ან გამოყენებული ნებისმიერი სახით, იქ სადაც ეს იკრძალება ადგილობრივი კანონმდებლობით, შეზღუდვებით და წესებით.

30.6. საზიარო თამაშები, მაგიდის და მონაცემთა ბაზის პლატფორმა

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, არა ვალდებულებას, გამოვიყენოთ საზიარო მაგიდა, სერვერი და მონაცემთა ბაზა ან სისტემა (საზიარო თამაშები/ მაგიდის პლატფორმა), რომელიც საშუალებას აძლევს სათამაშო სერვისების მომხმარებლებს ეთამაშონ მოთამაშეებს, რომლებიც უერთდებიან თამაშებს, მაგიდებს და ტურნირებს სხვა ვებ-გვერდებიდან და ბრენდებისგან, რომლებიც ოპერირებენ იგივე საზიარო მაგიდის პლატფორმაზე. თუ საზიარო თამაში/ მაგიდის პლატფორმა გამოიყენება , თქვენ ეთანხმებით, რომ შეიძლება გაერთიანებული იყოთ საერთო თამაშში/მაგიდებზე ჩვენს მიერ და რომ, შესაძლოა იყოთ ნაწილობრივ ან სრულად დაბლოკილი ამ სერვისების გამოყენებისგან, იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაარღვევთ საიტის წესებსა და პირობებს. რამოდენიმე ანგარიშზე შეზღუდვის დაყენების გარეშე ( იხილეთ 4 პუნქტი), ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ თქვენგან მხოლოდ ერთი ანგარიშის შექმნა ამ სათამაშო ფლატფორმაზე.

30.7. ვირტუალური და რეალური ფულის ანგარიშის შევსება

ვირტუალური ფულის ანგარიშს ღირებულება არ გააჩნია, ის ცალკეა რეალური ფულის ანგარიშისაგან. ეს ფული არ იცვლება ნაღდ ფულზე და არც კონვერტირდება რაიმე ვალუტაზე. ჩვენ არ ვუზრუნველყობთ თქვენი ვირტუალური ფულის სისწორეს და მის აღწერას. გარდა ამისა, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დავაწესოთ მაქსიმალური ჩიპების ლიმიტი ვირტუალური ფულის ანგარიშზე.

30.8. თამაშის დავების დარეგულირება

თქვენ მთლიანად ეთანხმებით, რომ შემთხვევითი რიცხვების გენერატორის პროგრამა ('RNG')

აწარმოებს კარტის აჩეხვას და დარიგებას, აგრეთვე სხვა შემთხვევით შექმნილ მოვლენებს, რომელიც დაკავშირებულია სათამაშო სერვისებთან. თუ დაფიქსირდება განსხვავებული შედეგი თქვენს პროგრამულ უზრუნველყოფასა (რომელიც დაყენებულია თქვენს კომპიუტერში) და ჩვენს სერვერს შორის, შედეგი რომელიც ჩვენს სერვერზეა მოცემული ჩაითვლება უპირატესად. უფრო მეტიც, თქვენ გესმით და ეთანხმებით, რომ (თქვენი უფლებების დაცვისთვის ზიანის მიყენების გარეშე) ჩვენი ჩანაწერები წარმოადგენენ საბოლოო ინსტანციას თქვენს მიერ ჩვენი სათამაშო სერვისების გამოყენების პირობებში, ყველა მისგან შექმნილი გარემოებებიდან, სადაც ესეთი მოქმედება მოხდა.

31. ჩვენი VIP პროგრამის წევრობა

ჩვენი VIP პროგრამის ფარგლებში ნებსიმიერ დროს შეგვიძლია შემოგთავაზოთ თანხის უკან გატანის, გაუქმების და/ან შესწორების მომსახურება. ეჭვების გასაქარწყლად, VIP პროგრამა არის მთლიანად ჩვენს შეხედულებაზე დამოკიდებული და თქვენი სტატუსი, როგოც VIP პროგრამის წევრი შეიძლება შეიცვალოს ჩვენს მიერ ნებისმიერ დროს.

32. ვაუჩერი

ვაუჩერი არ წარმოადგენს ლეგალურ საგადასახადო საშუალებას, საკრედიტო ბარათს, საბანკო ბარათს, სადებიტო ბარათს ან ფასიან ქაღალდს. ყველა ვაუჩერი რჩება King Enterprises N.V-ს საკუთრებაში. ვაუჩერი ერთჯერადია, რაც ნიშნავს, რომ დამატებით ვერანაირ თანხას ვერ შეიტანთ ვაუჩერზე. ამ ვაუჩერის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ www.PokerKing.com-ზე და მასთან კომერციულად დაკავშირებულ ვებ-გვერდებზე. ის არ შეიძლება გაიცვალოს რეალურ ფულზე ან მოხდეს მისი ახლით ჩანაცვლება ბარათის დაკარგვის, მოპარვის ან გაფუჭების შემთხვევაში. www.PokerKing.com არ იღებს პასუხიმგებლობას თავის თავზე ბარათის უნებართვოდ გამოყენების შემთხვევაში. ერთი ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთ პირზე/ ანგარიშზე/სახელზე და ის არ მოქმედებს მეორეჯერ გამოყენების შემთხვევაში.

ბარათის გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს www.PokerKing.com-ზე და მასთან კომერციულად დაკავშირებულ ვებ-გვერდებზე ჩამოთვლილ ყველა პირობას. ყველა ვაუჩერი 48 საათის განმავლობაში იქნება ლოდინის რეჟიმში, სანამ არ მოხდება მათი დამუშავება პოკერკინგის მენეჯმენტის მიერ.

პოკერკინგის მენეჯმენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ვაუჩერის დადასტურებასთან დაკავშირებით.

33 შეზღუდული ქვეყნები

აშშ-სა და აშშ-ს ტერიტორიის, საფრანგეთისა და იტალიის მოსახლეობას ეკრძალებათ რაიმე სახის დეპოზიტის გაკეთება ან რეალური ფულის თამაშებში ჩართვა. სხვა ქვეყნის მოსახლეობას არ ეკრძალებათ რეალური ფულით თამაში, მანამდე სანამ ისინი არ იმყოფებიან აშშ-ს, საფრანგეთისა და/ან იტალიის ტერიტორიაზე. აშშ-სა და აშშ-ს ტერიტირორიის, საფრანგეთისა და იტალიის მოსახლეობის ნებისმიერი მცდელობა და სხვა ქვეყნების მოსახლეობის მცდელობა სანამ ისინი იმყოფებიან აშშ-ს, საფრანგეთისა და იტალიის ტერიტორიაზე თავი აარიდონ არსებულ შეზღუდვებს ჩაითვლება, როგორც შეთანხმების დარღვევად. თავის არიდებაში ითვლება მაგრამ არ იზღუდება ინფორმაციით მანიპულირება, რომელიც გამოყენებულია PokerKing.com-ის მიერ, რომ დაადგინოს თქვენი ადგილმდებარეობა და PokerKing.com-ისთვის თქვენს მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაცია თქვენი საცხოვრებელი ადგილმდებარეობის გამო.

PokerKing.com თავის თავზე არ იღებს პასუხისმგებლობას თუ ონლიან სათამაშო ბიზნესი აკრძალულია თქვენს ქვეყანაში ან თქვენი ქვეყნის კანონმდებლობით და იგი გარკვეული მიზეზების გამო არ იყო მოხსენიებული ამ ნაწილში.

34. სხვადსხვა

34.1. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ მომსახურების პირობებს გააჩნია სრული ძალაუფლება, იმ შემთხვევაში, თუ წარმოიქმნა გარკვეული წინააღმდეგობა მომსახურების პირობებსა და თამაშის წესებს ან ნებისმიერ სხვა დოკუმენტს შორის, რომელიც დაკავშირებულია მომსახურების პირობებთან.

34.2 ამ ხელშეკრულების ინგლისურ ვერსიას მიენიჭება უპირატესობა თუ ადგილი ექნება რაიმე უზუსტობას თარგმნილ ვერსიებში.

გთხოვთ სამომავლოდ ცნობისათვის ამობეჭდოთ და შეინახოთ ზემოაღნიშნული პირობები. გარდა ამისა, გირჩევთ ამობეჭდოთ და შეინახოთ ყველა გადარიცხვის ქვითარი და თამაშის წესები, რომელიც თქვენს მოქმედებებს შეესაბამება.

წამახალისებელი პაკეტები

პოკერკინგი გთავაზობთ წამახალისებელ პაკეტებს ყველა დონის მოთამაშეებს, ფულად ბონუსებს, ბილეთებს ტურნირებზე, live ივენთებს და ბევრ სხვას. დარეგისტრირდით ახლავე და აღმოაჩინეთ მეფე თქვენში.

პოკერის ტურნირები

პოკერკინგი გთავაზობთ ტურნირების მრავალფეროვნებას სხვადასხვა სახის ბაი-ინისთვის. გაიარეთ კვალიფიკაცია ონლაინ ფრიროლებში, ტურნირებში და სატელიტებში და მოხვდით მსოფლიოს ექსკლუზიურ ტურნირებზე.

© 2013, პოკერკინგი. ყველა უფლება დაცულია. საიტი იმართება „ Aridox Limited“ -ის მიერ, მისამართი: Louki Akrita 2, 2333 Lakatameia, ნიქოზია, კვიპროსი და მთლიანად ლიცენზირებულია და არის King Enterprises N.V.-ს მფლობელობაში, მისამართი: Plaza P.L. Brion Unit 4 Willemstad კურასაო. რეგისტრაციის ნომერი: 123336.

პოკერის მსოფლიო სერია (WSOP) არის კომპანია "Harrah"-ს ლიცენზიის სავაჭრო ნიშანი, LLC ("Harrah's"). Harrah-ს კომპანია არ ასპონსორებს და არ არის დაკავშირებული ან არ არის შვილობილი კომპანია PokerKing.com-ის ან მისი პროდუქტის, მომსახურების, აქციის ან ტურნირის.

Your client is now being downloaded Please hold on for 3 minutes to complete this before you can register with PokerKing.

Take the time to read more about our
welcome packages.

CLOSE WINDOW