ომაჰას წესები

Live პოკერის ივენთები

საკვალიფიკაციოები ექსკლუზიურ პოკერის ლაივ ივენთებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სატელიტები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

» დაწვრილებით

პოკერკინგის სამეფო კლუბი

რა წუთსაც გაივლით რეგისტრაციას პოკერკინგზე, თქვენ ავტომატურად ხდებით პოკერკინგის სამეფო კლუბის წევრი. ითამაშეთ ქეშ თამაშები და ტურნირები სტატუს პოინტების მოსაპოვებლად. დააკონვერტირეთ პოინტები ფულზე ან იყიდეთ ტურნირის ბილეთი 24/7 არავითარი შეზღუდვა.

» დაწვრილებით

24/7 Live მხარდაჭერა

The პოკერკინგის მხარდაჭერის ჯგუფი მზადაა დაგეხმაროთ live ჩატით, ელ-ფოსტით ან ტელეფონით 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე.

» დაწვრილებით

მიმოხილვა

ომაჰა პოკერი ტეხასური ჰოლდემის მსგავსი თამაშია. თითოეულ მოთამაშეს ურიგდება ოთხი დახურული კარტი, რომელსაც აგრეთვე ჯიბის კარტები ჰქვიათ და ტეხასური ჰოლდემის მსგავსად ხუთი კარტი რიგდება მაგიდაზე.

მოთამაშეებს კომბინაციის გაკეთება შეუძლიათ ჯიბის მხოლოდ 2 კარტის და 3 საერთო მაგიდის  კარტების გამოყენებით. პოკერკინგი გთავაზობთ ომაჰას ( ასევე ჰქვია ომაჰა ჰაი) და ომაჰა ჰაი/ლო.

ომაჰას თამაშის წესები

ომაჰას თამაში შესაძლებელია მინიმუმ ორი ან მაქსიმუმ ათი მოთამაშის მიერ 52 კარტის გამოყენებით ჯოკრების გარეშე. თითოეულ მოთამაშეს ურიგდება 4 ჯიბის კარტი დახურულად და 5 საერთო კარტი ღიად მაგიდაზე.
 

მოთამაშეებს კომბინაციის გაკეთება შეუძლიათ 4 ჯიბის კარტიდან 2 კარტის და საერთო 5 მაგიდის კარტიდან 3 კარტის გამოყენებით, ხოლო საუკეთესო 5 კარტიანი პოკერის ხელი იგებს ბანკს. ტეხასური ჰოლდემშიც არის იგივე კომბინაციები.
ომაჰა ჰაი/ლო-ს წესები.
ეს იგივეა, რაც რეგულარული ომაჰას წესები ერთი განსხვავებით: ბანკი თანაბრად იყოფა საუკეთესო მაღალ ხელსა და საუკეთესო დაბალ ხელს შორის. გამაჯვებულია მოთამაშე, რომელსაც საუკეთესო მაღალი ხელი აქვს. თუმცა მოთამაშეს, რომელსაც საუკეთესო დაბალი ხელი აქვს, ისიც იგებს ბანკის ნახევარს. ეს კომბინაცია უნდა შედგებოდეს 5 კარტისაგან და უნდა იყოს 8-ზე (ან რვიანის ჩათვლით) დაბალი ბანქოებისგან.


მოთამაშეებს კომბინაციის გაკეთება შეუძლიათ 4 ჯიბის კარტიდან 2 კარტის და საერთო 5 მაგიდის კარტიდან 3 კარტის გამოყენებით. თუ მხოლოდ ერთ მოთამაშეს ექნება საუკეთესო დაბალი ხელი, ბანკი გაიყოფა მას და საუკეთესო მაღალი ხელის მქონე მოთამაშეს შორის.
 
თუ რამოდენიმე მოთამაშეა დაბალი ხელით, გამარჯვებული აირჩევა მისი  კომბინაციიდან მაღალი კარტით ( ამ შემთხვევაში დაბალი კარტით) თუ რამოდენიმე მოთამაშეა თანაბარი რეიტინგის დაბალი ხელით, მაშინ დაბალი ხელისთვის განკუთვნილი ბანკიც გაიყოფა ამ მოთამაშეებს შორის.

მოთამაშეებს ერთდრულად შეუძლიათ მაღალი და დაბალი ხელის თამაში 4 ჯიბის კარტიდან 2 კარტის და საერთო მაგიდის კარტებიდან 3 კარტის გამოყენებით. საუკეთესო დაბალი ხელი მოიცავს ხუთიანს, ოთხიანს, სამიანს, ორიანს და ტუზს სხვადასხვა ფერის.
ტუზი ერთდროულად შესაძლოა იყოს მაღალი და დაბალი ხელის ნაწილი.


თამაშის ტიპები

ლიმიტ პოკერი. ლიმიტ პოკერში ფსონი( ბეტი) ჩამოსვლა და რეიზი წინასწარ არის შეთანხმებული 

მაგალითად, 1/2 ლიმიტიან თამაშში ბეტი და რეიზი ორივე უნდა იყოს 1, არც მეტი არც ნაკლები. ბოლო ორ რაუნდში ბეტი და რეიზი უნდა უდრიდეს 2.
პოტ ლიმიტი. ამ თამაშში ბეტის და რეიზის მაქსიმალური თანხა უნდა აღემატებოდეს ბანკში იმ დროისთვის არსებულ თანხას. მაგალითად: თუ მთლიანი რაოდენობა ბანკში 10-ია, პირველი მოთამაშე ფსონების ჩამოსვლის რაუნდში ჩამოვა 10, მაგრამ მეორე მოთამაშე გაზრდის ფსონს 30-მდე (10 თავისი ქოლის ნაწილიდან დამატებით 20 რეიზით, რომელიც იმ დროს შეადგენს ბანკში არსებულ მთლიან თანხას). პოტ ლიმიტ პოკერ თამაშებში რეიზების რაოდენობა არ არის შეზღუდული.
ულიმიტო თამაშებში. ამ დროს ბეტის რაოდენობაც არ არის შეზღუდული. ყველა მოთამაშეს შეუძლია ნებისმიერი ბეტის ჩამოსვლა რაუნდში, რომელიც შეესაბამება მინიმალურ (დიდი ბლაინდის თანაბარ) ბეტს.
თამაშის ეტაპები. თამაში იყოფა ოთხ ვაჭრობის რაუნდად, ხოლო ბანკი იქმნება, შემოსული ბლაიდებისგან.
პირველი მოთამაშე, რომელიც ჯდება მაგიდასთან ხდება დილერი და მას ენიჭება მრგვალი დისკი - დილერის დოლი. თამაში მიმდინარეობს საათის ისრის მიმართულებით და იწყება იმ მოთამაშიდან, რომელიც დილერის მარცხნივ ზის.



თუ რამოდენიმე მოთამაშე ერთდროულად სხდება მაგიდასთან ( როგორც ტურნირებშია მაგალითად) დილერის როლი მიეკუთვნება იმ მოთამაშეს,რომელსაც კარტის დარიგებისას ყველაზე მაღალი კარტი მიუვა.
დილერის დოლი მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით მოთამაშიდან მოთამაშემდე ყოველ ხელზე. ბლაინდები.
თამაშის დაწყებამდე, დილერის მარცხნივ მყოფი ორი მოთამაშე განათავსებს ბლაინდებს ( ბრმა ფსონებს - ბრმა ჰქვიათ იმიტომ, რომ მოთამაშეები კარტების ნახვამდე შედიან ამ იძულებით ფსონებს). ამა ჰქვია ’ბლაინდების განთავსება’ და იძლევა გარანტიას, რომ თამაშის დაწყებისათვის ბანკში არის თანხის რაღაც რაოდენობა.



დილერის  მარცხნივ მყოფი მოთამაშე განათავსებს ’პატარა ბლაინდს’ და მის მარცხნივ მჯდომი მოთამაშე განათავსებს ’დიდ ბლაინდს’, რაც ორჯერ აღემატება პატარა ბლაინდის რაოდენობას.

თუ მოთამაშეს არ აქვს საკმარისი ჩიპები ბლაინდის დასადებად, ის შედის ყველაფერს რაც აქვს
( იხილეთ ოლ-ინ-ის ნაწილი)



თუ თამაშში მხოლოდ ორი მოთამაშეა, პატარა და დიდი ბლაინდის განთავსება მაინც უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში დილერი დებს დიდ ბლაინდს და პირველი რაუნდი იწყება.
ფრე-ფლოპი (კარტის გახსნამდე)
თითოეულ მოთამაშეს ურიგდება ოთხი კარტი დახურულად, რომლებსაც მხოლოდ ისინი ხედავენ. მოთამაშე, რომელიც იმ მოთამაშის მარცხნივ ზის რომელმაც დადო დიდი ბლაინდი, იწყებს სათამაშო რაუნდს. ამ მოთამაშეს შეუძლია:



ფსონის გასწორება (ქოლი) - გაასწოროს დიდი ბლაინდის რაოდენობის თანხა.
გაზრდა (რეიზი) - გაზარდოს ბეტის რაოდენობა.
დაყრა (ფოლდი)- დაყაროს კარტები.


იგივეს გაკეთება შეუძლიათ სხვა მოთამაშეებს, როცა მათი მოქმედების რიგი მოვა, ხოლო როდესაც მოქმედების რიგი მოუწევს იმ მოთამაშეს, რომელმაც დადო დიდი ბლაინდი, მას შეუძლია  „დაჩექოს“  ე.ი გაატაროს ფსონი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სხვა მოთამაშე მანამდე არ გაზრდის ფსონს. თუკი მანამდე გაკეთდება რეიზი, მაშინ მოთამაშეს, რომელმაც დიდი ბლაინდი განათავსა, შეუძლია აირჩიოს ქოლი, რეიზი ან ფოლდი.

როდესაც ყველა ფსონი სწორდება, იკვრება საწყისი ბანკი და თამაში გადადის შემდეგ რაუნდში (ფლოპი).  ფლოპი ქვია სამ საერთო კარტს, რომელიც რიგდება მაგიდაზე და რომლის გამოყენებაც ყველა მოთამაშეს შეუძლია. მოთამაშე, რომელმაც პატარა ბლაინდი განათავსა იწყებს თამაშს და როდესაც ვაჭრობა დასრულდება და ყველა ბეტი გათანაბრდება, თამაში გადადის შემდეგ რაუნდში( ტურნი). მე-4 საერთო კარტის გადმობრუნების შემდეგ, მაგიდაზე იწყება ვაჭრობის მესამე რაუნდი. (რივერი) მეხუთე კარტის დარიგებისას იწყება ბოლო რაუნდი, ხოლო როცა  დასრულდება ვაჭრობა და ყველა ფსონი გასწორდება, მოთამაშეებმა უნდა გახსნან კარტები. ჩვეულებრივ ბოლო მოთამაშე, რომელიც ფსონს ჩამოვიდა ბოლო რაუნდში, პირველი ხსნის კარტს, ხოლო თუ ბოლო რაუნდში ყველა დარჩენილი მოთამაშე დაჩეკავს ( ე.ი. გაატარებს ფსონს და არ შემოვა თანხას), მაშინ დილერის მარცხნივ მყოფი  მოთამაშე, რომელიც არ გასულა თამაშიდან აჩვენებს თავის კარტებს.

საათის ისრის მიმართულებით ყველა მოთამაშე გახსნის კარტებს რიგის მიხედვით, თუ მოთამაშის ხელი უფრო სუსტია ვიდრე მიმდინარე მოგების ხელი, მოთამაშეს აქვს უფლება აჩვენოს ან დაყაროს კარტები. საუკეთესო 5 კარტიანი ხელი იგებს მთლიან ბანკს.

თუ ორ მოთამაშეს ექნება თანაბარი სიძლიერის ხელი, ბანკი გაიყოფა. თითოეული მოთამაშე უკან მოითხოვს ბანკის  ნაწილს, რომელიც მან შეიტანა. გთხოვთ იხილეთ”ოლ-ინ-ი”-ს სექცია  ოჰამას ნაწილში. საუკეთესო 5 კარტიანი ხელი იგებს ბანკს. ბანკი გაიყოფა საუკეთესო მაღალ ხელსა და დაბალ ხელს შორის. თუ არცერთ მოთამაშეს არ ექნება დაბალი ხელი, მთლიანი ბანკი გადაეცემა მაღალი ხელის მქონე მოთამაშეს.

თუ ორ მოთამაშეს აქვს იდენტური ხელი, ბანკი გაიყოფა.
მოთამაშეს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ის ბანკი, რომელზეც ის შესულია.გთხოვტ იხილოტ ოლლ ინი.



თამაშის სპეციფიკა

გამოტოვებული ბლაინდის წესი. იმისათვის, რომ  მოთამაშეები არ  შევიდნენ თამაშში გვიანი პოზიციიდან( და თავიდან აიცილონ ბლაინდების განთავსება), მოთამაშეები ვალდებულნი არიან განათავსონ „თამაშში შემოსვლის საფასური“ , რომელიც დიდი ბლაინდის ტოლია ან შეუძლიათ დაელოდონ სანამ დიდი ბლაინდი არ მიაღწევს მათ პოზიციაზე. მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს:
  • დიდი ბლაინდის განთავსება ან
  • დიდ ბლაინდის დალოდება.
თუ მოთამაშე გადაწყვიტავს დაელოდოს დიდ ბლაინდს, ის ვერ შეუერთდება თამაშს, მანამდე სანამ ბლაინდი არ მოუწევს თავის პოზიციაზე. 
 
თუ მოთამაშე იჯდა მაგიდასთან და გამოტოვა დიდი ბლაინდი, მას ასევე მოუწევს გამოტოვოს პატარა ბლაინდი და დილერის დოლი.

თუ მოთამაშე გამოტოვებს პატარა და დიდ ბლაინდს, მას მოეთხოვება განათავსოს დიდი ბლაინდის თანაბარი თანხა, პლიუს პატარა ბლაინდის “მკვდარი ფსონი”.
’ოლინი’ ( მთლიანი თანხის შესვლა) თუ მოთამაშეს დაუმთავრდება ჩიპები, მას არ მოეთხოვება ეგრევე გავიდეს თამაშიდან, მას შეუძლია შევიდეს ’ოლინი’ ანუ დარჩენილი ჩიპები. თუ ეს მოხდება, ბანკი გაიყოფა მთავარ და ცალკე ბანკად, თავის ყველა შესული ფსონების ჩათვლით.



თუ მოთამაშე, რომელიც ’ოლინში” შევა და ვერ მოიგებს, მოგებული მიიღებს ყველა ჩიპს ( ორივე მთავარ და ცალკე ბანკს)

თუ მოთამაშე, რომელიც ’ოლინს“ შევა მოიგებს, ის მიიღებს მთავარ ბანკს,  მაგრამ ცალკე ბანკი  გადაეცემა მოთამაშეს, რომელსაც მეორე მომგებიანი კომბინაცია ეყოლება.

თუ რამოდენიმე მოთამაშე შევა ’ოლინში’, შეიქმნება რამოდენიმე ცალკეული ბანკი. თუ მოთამაშე, რომელმაც მიიღო ოლინის ყველა ფსონი არ შევა თვითონ ოლინში და ექნება ყველაზე მაღალი კარტის კომბინაცია თამაშის ბოლოს, მაშინ ის მოიგებს ორივე ბანკს.
 
თუ მოთამაშეს, რომელიც უკვე იყო ოლინში ეყოლება ყველაზე მაღალი კარტის კომბინაცია, ის მოიგებს ყველა ბანკს, რომელიც მის ოლინში შესვლამდე შეიქმნა.
 
ყველა ოლინში შესული მოთამაშე, რომლებსაც ექნებათ ყველაზე მაღალი ხელის კომბინაცია, მიიღებენ იმ ბანკს, რომელშიც ისინი იყვნენ შესულები.

მაგიდის ლიმიტები

ლიმიტიანი მაგიდები. ამ მაგიდებზე ბეტის და რეიზის რაოდენობა წინასწარ არის განსაზღვრული. მაგალითად, 5/10 ლიმიტიან თამაშებში პირველ ორ რაუნდში ბეტი და რეიზი უნდა იყოს 5. არც მეტი და არც ნაკლები. ბოლო ორ რაუნდში ბეტი და რეიზი უნდა იყოს 10. პოტ ლიმიტიან თამაშებში რეიზის და ბეტის მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს მიმდინარე ბანკის რაოდენობას. მაგალითად ბანკის რაოდენობა არის 30, მოთამაშე ვერ შევა 30-ზე მეტს.
 

თუ მოთამაშე გაზრდის მეორე მოთამაშის ბეტს, მისი ქოლი უკვე დაემატება ბანკს. ასე რომ თუ ბანკის რაოდენობა არის 100, X მოთამაშე ჩამოდის 100-ს, მოთამაშე Y ჩამოვა 300-ს,ეს მოიცავს 200 რეიზს(ბანკი=საწყის 100+მოთამაშე X-ის 100+ თქვენს 100). ულიმიტო თამაშებში ფსონები შეზღუდული არ არის. ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია ჩამოვიდეს იმდენი ფსონი, რისი რაოდენობაც აქვს ( ის უნდა აღემატებოიდეს ბიგ ბლაინდს).


ომაჰას სათამაშოდ დააკლიკეთ აქ რომ გადმოტვირთოთ პოკერკინგის პროგრამა.

წამახალისებელი პაკეტები

პოკერკინგი გთავაზობთ წამახალისებელ პაკეტებს ყველა დონის მოთამაშეებს, ფულად ბონუსებს, ბილეთებს ტურნირებზე, live ივენთებს და ბევრ სხვას. დარეგისტრირდით ახლავე და აღმოაჩინეთ მეფე თქვენში.

პოკერის ტურნირები

პოკერკინგი გთავაზობთ ტურნირების მრავალფეროვნებას სხვადასხვა სახის ბაი-ინისთვის. გაიარეთ კვალიფიკაცია ონლაინ ფრიროლებში, ტურნირებში და სატელიტებში და მოხვდით მსოფლიოს ექსკლუზიურ ტურნირებზე.

© 2013, პოკერკინგი. ყველა უფლება დაცულია. საიტი იმართება „ Aridox Limited“ -ის მიერ, მისამართი: Louki Akrita 2, 2333 Lakatameia, ნიქოზია, კვიპროსი და მთლიანად ლიცენზირებულია და არის King Enterprises N.V.-ს მფლობელობაში, მისამართი: Plaza P.L. Brion Unit 4 Willemstad კურასაო. რეგისტრაციის ნომერი: 123336.

პოკერის მსოფლიო სერია (WSOP) არის კომპანია "Harrah"-ს ლიცენზიის სავაჭრო ნიშანი, LLC ("Harrah's"). Harrah-ს კომპანია არ ასპონსორებს და არ არის დაკავშირებული ან არ არის შვილობილი კომპანია PokerKing.com-ის ან მისი პროდუქტის, მომსახურების, აქციის ან ტურნირის.

Your client is now being downloaded Please hold on for 3 minutes to complete this before you can register with PokerKing.

Take the time to read more about our
welcome packages.

CLOSE WINDOW